საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე, მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.
სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას,ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
წყარო:http://www.mrdi.gov.ge/