ეკონომიკის მინისტრი: ანტიდემპინგური კანონი შემუშავებულია, თუმცა ეს კანონი არ არის პანაცეა

ეკონომიკის მინისტრი: ანტიდემპინგური კანონი შემუშავებულია, თუმცა ეს კანონი არ არის პანაცეა

ანტიდემპინგური კანონი შემუშავებულია, თუმცა ეს კანონი არ არის პანაცეა, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მინისტრის თქმით, ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით  სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.

„პირადად მიმაჩნია, რომ ჩენ გვჭირდება საჯარო მსჯელობა, საჯარო განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ანტიდემპინგური კანონი შემუშავებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების ფარგლებში. თუმცა, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს კანონი არ არის პანაცეა, ეს არ არის იმისთვის, რომ ებრძოლოს იმპორტს, ან უპირობოდ დაიცვას ადგილობრივი წარმოება. ამ კანონმა ქვეყანა უნდა დაიცვას მხოლოდ დემპინგის შემთხვევაში, დემპინგს კი დამტკიცება და დადასტურება სჭირდება“, – განმარტავს ქუმსიშვილი.