GIG: თბოსადგური მტკვარი გამოყენებული იქნება სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის

თბილისი (GBC) – „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” შპს “მტკვარი ენერგეტიკის”ახალ მფლობელთა შორისაა.

ჯგუფის ცნობით, მასთან აფილირებულმა საერთაშორისო კომპანიამ, ინვესტორთა კონსორციუმის ფარგლებში, „მტკვარი ენერგეტიკას“ დამფუძნებელი კომპანიის წილი შეიძინა.

ჯგუფის ცნობით,  დაგეგმილია შეძენილი აქტივების გამოყენება, როგორც არსებული დადგმული სიმძლავრეების შენარჩუნებისთვის, ასევე სამომავლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჩინელ პარტნიორებთან ერთად

აქტივის სახით, ჯგუფი „ინტერ რაოსგან“ შეძენილია ქ. გარდაბანში მდებარე თბოსადგური ,, მტკვარი“, რომელიც შედგება ორი ენერგობლოკისგან: მე-9 და მე-10, თითოეული 300 მვტ დადგმული სიმძლავრით.